LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify-იმ 2025-ის შემაჯამებელი რეიტინგები გამოაქვეყნა – დასახელდნენ წლის არტისტები, ალბომები და სიმღერები

114
photo-collage.png (7)

როგორც წესი, ყოველი წლის ბოლო სხვადასხვა სახის შეჯამებას ეთმობა. პოპ კულტურაში ამ მოვლენას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ცნობილი 12 თვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მომენტების სტატისტიკა.

Apple Music-ისა და Deezer-ის შემდეგ, 2025 მუსიკის მორიგმა უდიდესმა სტრიმინგ პლატფორმამაც – Spotify შეაჯამა და მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლების მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ყველაზე სტრიმვადი არტისტები, ალბომები და სიმღერები გამოავლინა.

ცნობილი გახდა, რომ მელომანები წლის განმავლობაში მუსიკალურ სერვისს განსაკუთებული სიხშირით ისეთი არტისტების მოსასმენად სტუმრობდნენ, როგორებიც: ბედ ბანი, ტეილორ სვიფტიthe Weekndდრეიკიბილი აილიშიკენდრიკ ლამარიბრუნო მარსიArijit Singh და Fuerza Regida არიან.

აღსანიშნავია, რომ ბედ ბანი შარშანდელ რეიტინგში ტეილორ სვიფტისა და ,,უიკენდის” შემდეგ მესამე ადგილს იკავებდა, წელს კი მათი მოწინავე აღმოჩნდა და ლიდერ პოზიციაზე განთავსდა.

ტოპ ალბომების სიასაც, ბედ ბანი ლიდერობს მეექვსე სოლო სტუდიური ალბომით – Debí Tirar Más Fotos ლიდერობს, რომლის რელიზი 5 იანვარს შედგა.

სტრიმინგ პლატფორმის ჩამონათვალში, საუკეთესო სიმღერებს შორის პირველობა არავის დაუთმო ლედი გაგასა და ბრუნო მარსის დუეტმა – Die with a Smile.

Spotify-ის 2025-ის შემაჯამებელი რეიტინგები ასეთია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები