LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტილი, გლამური, სისადავე – ვიქტორია ბექჰემის ეული განარნარება ნიუ-იორკის ქუჩებში

124
page

ვიქტორია ბექჰემი კვლავ ამტკიცებს, რომ მისთვის შრომა და სტილი განუყრელი ცნებებია. „პარიზის მოდის კვირეულის“ წარმატებით დასრულების შემდეგ, დიზაინერი ნიუ-იორკის ქუჩებში, საქმიანი სტილით გამოჩნდა.

ეს გახლდათ მინიმალისტური „ლუქი“, რომელიც შედგებოდა გრძელი შავი კაბისგან, მაღალქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმლისგან და „ერმესის“ ლეგენდარულის ჩანთისგან.

ვიქტორია ბექჰემის შესახებ გადაღებული სერიალის პრემიერას, ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ბოიკოტი გამოუცხადეს

ცნობისთვის, გასულ კვირას ლონდონში ვიქტორია ბექჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის პრემიერა შედგა. დიზაინერსა და მომღერალს პრემიერაზე მხარი დაუჭირეს მისმა მეუღლემ დევიდ ბექჰემმა, სამმა შვილმა, დამ და მეგობრებმა, მათ შორის ევა ლონგორიამ და Spice Girls-ის მომღერლებმა, ემა ბანტონმა, მელანი სიმ და ჯერი ჰოლიველმა. ვიქტორიასა და დევიდის უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა და მისმა მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა, კვლავ გამოტოვეს ოჯახური ღონისძიება.

„ძალიან მიყვარხართ! თქვენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ბექჰემების ოჯახური იდილია ბრუკლინისა ნიკოლა პელტცის გარეშე

ვიდეო: ვიქტორია ბექჰემმა თავისი დოკუმენტური სერიალის „ტრეილერში“ უფროსი ვაჟი და რძალი სრულად „დააიგნორა” – დიზაინერის თვალწარმტაცი ფოტოსესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები