LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო კორინთელი: „მეუღლემ დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქა, ჩავჯექი და იქ ახალი ტელეფონი დამხვდა…“

634
თაკო კორინთელი

ცოტა ხნის წინ თაკო კორინთელს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც გრანდიოზულად აღნიშნა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.მის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

თაკო კორინთელი: ჩემმა დაბადების დღემ იდეალურად ჩაიარა, ზუსტად ისე, როგორც მინდოდა. უფრო სწორად, მე მთალად ასეთ პომპეზურ დაბადების დღეზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი მეუღლის დამსახურებით, ასეთი გამოვიდა. მართალია, რამდენიმე ახლობელი ადამიანი მაკლდა, მაგრამ ვინც გვერდით იყო, ყველა განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემთვის ყველა გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან ბედნიერები ვიყავით მეც და ჩემი სტუმრებიც. 24 მაისს იყო ჩემი დაბადების დღე და შემდეგი რამდენიმე დღე ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რა კარგი იყო და როგორ ვერ გამოდიან იმ დღის ემოციებიდან. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიზანი იყო, ყველას მაქსიმალური სიამოვნება მიეღო და მადლობა ღმერთს, ასეც გამოვიდა. რაც ჩავიფიქრე, ზუსტად ის იყო თავის სიურპრიზებით.

– სიუპრიზებზეც მოვყვეთ და მეუღლის როლზეც ამ პროცესში.

– მეუღლემ მოირგო ყველა როლი. დაგეგმარებაც მისი იყო, ყველა დეტალს მან გაუკეთა ორგანიზება. როგორი მაგიდა უნდა ყოფილიყო, როგორი უნდა ყოფილიყო შანდლები და სანთლები – ესეც კი მან შეარჩია. საერთოდ, ასეთ დეტალებზე ზრუნვა ხომ უფრო გოგონებს გვიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერში ის იყო ჩართული. უნდოდა, ამ დღისთვის ყველაფერი თვითონ გაეკეთებინა, გაფორმებაზეც მან იზრუნა, რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნების ფარგლებში. ეს დღე ერთ-ერთია ჩემი იმ დაბადების დღეებიდან, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

– წლევანდელის გარდა, კიდევ რომელი დაბადების დღე გახსენდება ძალიან განსაკუთრებულად?

– ყველა ჩემს დაბადების დღეს რაღაც განსაკუთრებული ისტორია აქვს. მაგალითად, ორი წლის წინ, სულ არ ველოდებოდი, ჩემს დაბადების დღეზე მანქანა რომ მომაყენა ჩემმა მეუღლემ. ჩავჯექი ამ მანქანაში და იქ ახალი ტელეფონი დამხვდა. შოკში ვიყავი. მანქანის სიხარული არ მქონდა გათავისებული და უცებ ტელეფონს ვხედავ (იცინის). ზოგადად არ მიყვარს მატერიალურ საჩუქრებზე ყურადღების გამახვილება. ჩემი მეუღლე მანქანას მაჩუქებს თუ ერთ ცალ ყვავილს, ორივე ძალიან დიდ ბედნიერებას იწვევს ჩემში, საბედნიეროდ, მისი მხრიდან არც ერთი მაკლია და არც მეორე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g