LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტარიელ სუარი: „ია გამოვტეხე… თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი, ეჭვი მივიტანე ადამიანზე და დავასკვენი, რომ იქ ღალატს ჰქონდა ადგილი…“

5877
ტარიელ სუარი

გიტარისტი ტარიელ სუარი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში ია ფარულავასთან დაშორების შემდეგ:

„ჩემს პირად ცხოვრებაში დიდი არაფერი ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ დილით და საღამოს ტაძარში ვარ, ვცდილობ, უბიწო ცხოვრების წესი დავიცვა. არანაირი ხალისი არ მაქვს ახალი ურთიერთობის დაწყების. რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს…

ეს პერიოდი ტაძარში ყოფნამ და ინტენსიურმა სიარულმა გადალამახვინა. სამების ტაძარში ყოველდღე ვესწრები დილით წირვას და საღამოს – პარაკლისს, ეს შინაგანად იმდენად მაძლიერებს, რომ შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემს ცხოვრებაში სტრესის მაგვარი არაფერი მომხდარა. მსუბუქად ვაგრძელებ ცხოვრებას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორების მიზეზი ღალატი იყო, თუ ასეა, რამდენად რთული იყო თქვენთვის იმის გაცნობიერება, რომ გიღალატეს და პირველი რეაქცია როგორი გქონდათ?

ნამდვილად რთული იყო, თუმცა უშეცდომო არავინ არის. აქედან გამომდინარე, მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ეტაპისთვის არც კი ვფიქრობ, რომ საერთოდ რამე მოხდა. გონებით იმდენად გადართული ვარ სხვაგან, რომ დღეს ეს ყოველივე ჩემთვის დაბრკოლება აღარ არის. თავიდან ყველანაირად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. სიმართლე გითხრათ, პირველი რეაქცია აღარც კი მახსოვს, ვერ გეტყვით…

„ყველას აინტერესებს რა მოხდა და მირეკავენ… ემოციურად დაღლილი ვარ…“- რა კომენტარს აკეთებს ქმართან დაშორების შემდეგ ია ფარულავა

დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ იასთან?

ია არ მინახავს მას შემდეგ, რაც დავშორდით, მაგრამ ჩემი მის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება არა მხოლოდ იას მიმართ, არამედ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალიან ფაქიზი და თბილია.

აპატიეთ?

იმ ქოლგის ქვეშ, რომლითაც მე ყველაფერს ვპატიობ, შესაძლებელია, ასეც კი ითქვას… ჩემმა შინაგანმა ბუნებამ ეს გადალახა თუ არა, ჯერ კიდევ საკითხავია.

როგორ გაიგეთ ღალატის შესახებ?

ეჭვი მივიტანე ადამიანზე და დავასკვენი, რომ იქ ღალატს ჰქონდა ადგილი. თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი, უბრალოდ, ია გამოვტეხე და რადგან აღიარა, ესე იგი, სიმართლე აღმოჩნდა…

ვიდეო: „ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ქალმა აღიარა თავისი ღალატი” – ია ფარულავა

“ნუ აბულინგებთ, დაანებეთ ტარიელს თავი, დაშორების მიზეზი ვარ მე, იმიტომ, რომ 10 წლიანი პატიოსანი ცხოვრების შემდეგ ვუღალატე” – ია ფარულავა ვიდეო მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g