ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ექს-წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილის ცეკვის გასაოცარმა ნიჭმა უკვე აღაფრთოვანა მსოფლიო. ვარსკვლავური გოგონას ცეკვის ვიდეო პირველად 2022 წელს გავრცელდა, სულ ცოტა ხნის წინ კი შაილო კვლავ ყურადღების ცენტრში მოხვდა.
ახლახან, გოგონას ქორეოგრაფმა, კილან კარტერმა თავის მოსწავლეზე გულწრფელად ისაუბრა.
„მართალია, შაილო ცნობილი მშობლების შვილია, ბავშვობიდან მუდმივად იმყოფება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, თუმცა, ის ამ გავლენებისგან სრულიად თავისუფალია. ის პირდაპირი, გულწრფელი და კეთილი ადამიანია და ძალიან უყვარს ცეკვა. შაილო საოცრად თავმდაბალი და მშრომელი გოგონაა“, – აცხადებს ამაყი პედაგოგი.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის ცეკვის უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
შაილო ჯოლი-პიტის ცეკვის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
„ის დაიღალა მშობლების ომით“ – შაილო ჯოლი-პიტი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შერიგებას სთხოვს