LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის უპრეცედენტო მარცხი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”

152
photo-collage.png (3)

ბოლო 18 წლის განმავლობაში, ტეილორ სვიფტი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” გამარჯვებულთა შორის არ მოხვდა.

არტისტი წლევანდელ American Music Awards-ზე 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი, ყველასთვის მოულოდნელად კი, ჯილდოს გარეშე დარჩა.

ბილი აილიშის ტრიუმფი American Music Awards-ზე – რატომ არ დაესწრო არტისტი დაჯილდოებას?

პირველად, სვიფტი დაჯილდოების ნომინანტად მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე, 2007 წელს დასახელდა. მას შემდეგ, შემსრულებელი რეგულარულად ხვდებოდა ნომინანტთა და გამარჯვებულთა შორის, წლევანდელი მარცხი კი მისთვის უპრეცედენტოდ შეფასდა.

მომღერალი 2009, 2013, 2015, 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში, ყველაზე მეტი ჯილდოს მოგებით, დაჯილდოების ტრიუმფატორი იყო.

ამასთან, ორჯერ ის სპეციალური პრემიითაც დაჯილდოვდა. 2014 წლის ცერემონიაზე მას ,,დიკ კლარკის ჯილდო წარჩინებისთვის”, ხოლო 2019 წელს ,,დეკადის არტისტის” წოდება მიენიჭა.

მართალია, წელს ტეილორ სვიფტი ლუზერთა შორის აღმოჩნდა, თუმცა American Music Awards-ის 51 წლიან ისტორიაში, ის ერთადერთი შემსრულებელია, რომელსაც ყველაზე მეტი, საერთო ჯამში – 40 ჯილდო აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოება” 1973 წელს, დიკ კლარკმა დააარსა. ის ,,გრემის” ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს, თუმცა ,,გრემისგან” განსხვავებით გამარჯვებულებს ფანების ხმის საჯარო მიცემის პრინციპით ავლენს. პირველი American Music Awards, 1974 წელს გაიმართა. 2023 და 2024 წლებში, დაჯილდოება დაქენსელდა.

American Music Awards-ის გამართვის თარიღი ცნობილია – დაჯილდოება ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები