LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა თავისი ტურნეს თითოეულ მძღოლს საჩუქრად 100,000 დოლარი გადასცა

202
562941

9 აგვისტოს, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, ტეილორ სვიფტი აშშ-ში ტურნეს ბოლო შოუს გამართავს, ამის შემდეგ კი ის კონცერტებს სამხრეთ ამერიკაში ჩაატარებს.

მოგეხსენებათ, ტეილორი თავისი ქველმოქმედებით გამოირჩევა.  ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ მან ტურნეს ყველა თანამშრომელს ბონუსი გადასცა. ტეილორმა დაახლოებით 50-მდე მძღოლიდან თითოეულს $100,000-ის ოდენობის ბონუსი გამოუწერა.

გამოცემა People-ის ინფორმაციით, ბონუსები აგრეთვე ჩაერიცხათ მზარეულებს, მოცეკვავეებს და ყველა იმ პირს, ვინც მომღერლის ტურნეში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები