LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

306
Screenshot 2023-11-23 003139

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა.

შემთხვევა ერეკლე მეორის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

თვითმხილველების თქმით, 35 წლამდე კაცს სწრაფად მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლმა კი მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. „ფორტუნა“ მეტი დეტალის გარკვევას შსს-თან ცდილობს.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g