ტელეწამყვანმა ნიკა არაბიძემ „კომედი ჯგუფი“ დატოვა. ამის შესახებ განცხადებას C Corporation-ი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გუნდი მიმდინარე პროექტებსა და ახალ იდეებზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს:
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, C Corporation-ი, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის „კომედი ჯგუფი“, ავრცელებს განცხადებას:
ტელეწამყვანმა ნიკა არაბიძემ კომედი ჯგუფი დატოვა. სწორედ ამ მიზეზით, „ნიკა არაბიძის შოუ“, რომელსაც C Corporation-ი ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ ამზადებდა, ეთერში აღარ გავა.
ჩვენი გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მიმდინარე პროექტებსა და ახალ იდეებზე მუშაობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
