LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ქარხნიდან ათი ათასობით ყავის ფინჯანი მოიპარეს: ხელმძღვანელობა შეწყვეტაზე ფიქრობს

124
DALL·E-2024-07-11-19.59.27-A-bus

Tesla’s Berlin Gigafactory-ის მუშებმა 65 000 ყავის ფინჯანი მოიპარეს. ქურდობა 2022 წელს ქარხნის გახსნიდან ხდება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ანდრე ტირიგმა განაცხადა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორპორაციის ხელმძღვანელობამ შესაძლოა შეწყვიტოს თანამშრომლებისთვის დანა-ჩანგლის მიწოდება. ამავდროულად, თანამშრომლები უკმაყოფილო არიან ბოლო დროს სამსახურიდან დათხოვნებით. სიტუაციაზე ზემოქმედების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს გაფიცვა.

ოფიციალური მონაცემებით, Tesla-ს ბერლინის ქარხანაში 12 ათასი ადამიანია დასაქმებული. 2022 წლიდან კომპანიის თითოეულმა თანამშრომელმა ყავის ხუთი ფინჯანი მოიპარა. „გიგაფაბრიკის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ქურდობა არ შეჩერდება, კომპანია მუშათა დასვენების ოთახებიდან ყველანაირ ჭურჭელს ამოიღებს.

„ტესლას“ ხელმძღვანელობამ ახლახან გაათავისუფლა ბერლინის ქარხნის მუშახელის დაახლოებით ორი პროცენტი ხარჯების შემცირების მიზნით. ამავდროულად, მუშები აცხადებდნენ, რომ მათზე სერიოზული ზეწოლა განხორციელდა, რათა საკუთარი ნებით დაეწერათ განცხადებები. გერმანულ საწარმოში ჭურჭლის ქურდობის გარდა, გახშირდა ავარიული სიტუაციები და უბედური შემთხვევები. ბოლო დროს თანამშრომლები გაფიცვაზე ფიქრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები