LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლამ“ მსოფლიოს გარშემო 5,6 მილიარდი კილომეტრი გაიარა

36

“ტესლამ“ მთელი მსოფლიოს გარშემო 5,6 მილიარდი კილომეტრი გაიარა. ინფორმაცია ამის შესახებ კალიფორნიული კომპანიის წარმომადგენლებმა თავადვე გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ასეთი შედეგის მიღწევა 9-წლიანი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ „Tesla Motors“-მა ავტომობილების გაყიდვა 2008 წლიდან დაიწყო. 2012 წლამდე ბრენდი მხოლოდ მოდელ Roadster-ს უშვებდა და 3 წლის გასვლის შემდეგ ელექტროქარების საერთო გარბენმა მილიარდ მილს მიაღწია. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე კი „ტესლებმა“ 4 მილიარდი კილომეტრი გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს გზებზე სულ 200 ათასი ავტომობილი მოძრაობს და კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

c6763fe8a8daad875ba6d33bd80072c923ef4df3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები