Toyota-ს ხელმძღვანელი Hyundai-ს მეთაურს პირადად შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეულმა კომპანიამ ცოტა ხნის General Motors-თან გააფორმა ხელშეკრულება, კონცერნი ავტომობილთა წარმოებისთვის პოტენციური პარტნიორების ძებნას აგრძელებს. ავტო სამყაროს ორი მსოფლიო ლიდერის შეხვედრა საერთაშორისო წარმოებაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს.
Toyota-ს გენერალური დირექტორი აკიო ტიოდა სეულში 24 ოქტომბერს ჩავა. Hyundai-ს ხელმძღვანელს ის მეორე დღესვე შეხვდება და ექსპერტთა აზრით შეხვედრის მთავარი თემა წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტის განვითარება იქნება.