LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტების მიერ მიტანილმა სუვენირმა ისრაელის აეროპორტში ნამდვილი პანიკა გამოიწვია

73
Untitled-1-14-640x400

ამერიკელმა ოჯახმა თვითმფრინავის ბორტზე სუვენირის სახით, ნაღმის ატანა სცადა. ბუნებრივია, ამ ფაქტის გამო მთელი აეროპორტი პანიკაში ჩავარდა და სასწრაფო ევაკუაციაც გამოცხადდა. ინციდენტი თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო ავიაბაზაზე მოხდა და ინფორმაცია გამოცემა The Times of Israel-მა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ აუფეთქებელი სამხედრო მოწყობილობა ამერიკელებმა ერთ-ერთი მთის დალაშქვრის დროს იპოვეს. ტურისტებმა გადაწყვიტეს ნაღმი სუვენირად წაეღოთ, ამიტომ პოლიეთილენის პაკეტში გაახვიეს და ბარგში ჩადეს.

მას შემდეგ რაც აეროპორტის თანამშრომლებმა ჩემოდანი დაასკანერეს და შიგთავსი ნახეს, მთელი შენობის ევაკუაცია გამოცხადდა. ისრაელში ტერორისტული თავდასხმები იმდენად ხშირია, რომ ევაკუაციის მოწოდებამ ხალხს ყველაზე ცუდი აფიქრებინა და ნამდვილი პანიკა გამოიწვია.

მოგვიანებით გამოძიება ჩატარდა და ამერიკელი ოჯახი ბორტზე დაუშვეს, თუმცა ნაღმის თან წაღების უფლება ბუნებრივია, არ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები