Uber-ის შეცდომამ ფრანგ მამაკაცს ოჯახი დაუნგრია. ბიზნესმენმა საავტომობილო გადამყვან კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ზარალის ასანაზღაურებლად 45 მილიონ ევროს ითხოვს. საქმე ისაა, რომ ოპერატორმა შეცდომა დაუშვა და მისი კლიენტის გადაადგილება საჯარო გახდა, რაც მამაკაცის მეუღლემ ნახა და ღალატიც იეჭვა. მოგვიანებით, მან უბერის მიხედვით მეუღლის გადაადგილება დეტალურად შეისწავლა და ღალატის დამადასტურებელ ფაქტებსაც გადააწყდა.
დაზარალებული მამაკაცი კომპანიისგან მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. პირველი სასამართლო პროცესი კი მომავალი თვისთვისაა დაგეგმილი.