LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდიდესი დარტყმა ბრედ პიტისთვის – შაილომ და-ძმების მსგავსად მამის გვარზე უარი განაცხადა – რას წერს მედია

237
page

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პირველმა ბიოლოგიურმა ქალიშვილმა, 18 წლის შაილომ მამის გვარზე უარი განაცხადა, ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. ჯერჯერობით გოგონას განაცხადი დამუშავების პროცესშია.

„ახლა როცა შაილო უკვე 18 წლის გახდა, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, თუკი მას მოესურვება მამასთან ურთიერთობას საერთოდაც გაწყვეტს, ან სულაც მას უფრო დაუახლოვდება… თუკი მამის გვარზე შაილოც უარს იტყვის, ეს ბრედისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, რადგან ბრედს ყველაზე თბილი დამოკიდებულება სწორედ შაილოსთან ჰქონდა“, – აცხადებს წყარო.

მანამდე ცნობები გავრცელდა, რომ გოგონა მამასთან საცხოვრებლად გეგმავდა გადასვლას, ეს ფაქტი კი, მედიის ცნობით, ანჯელინას სასტიკად არ მოეწონა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 15 წლის ვივიენმა მამის გვარზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვივიენის გვარად, დედასთან ერთობლივ „ბროდევის“ პროექტის, „აუთსაიდერის“ ტიტრებში ჯოლია მოხსენიებული. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მამის გვარი უარყო ექს-წყვილის უფროსმა ქალიშვილმა, ზაჰარამ, მანამდე კი დედის გვარზე გადავიდა მათი ვაჟი, პაქსიც.

კიდევ ერთი უარყოფა – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 15 წლის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი განაცხადა

„ის დაიღალა მშობლების ომით“ – შაილო ჯოლი-პიტი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შერიგებას სთხოვს

შაილო ჯოლი-პიტი საცხოვრებლად მამასთან გადავიდა – რას ჰყევბა ინსაიდერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები