LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდუმაშვილი: ამ ქვეყანაში პუტინის ოცნება არ ასრულდება! ივანიშვილს არ აქვს უფლება, სააკაშვილი ციხეში ჰყავდეს გამოკეტილი

43
ზაალ უდუმაშვილი

“ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავდეს გამოკეტილი. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და ამბობს, რომ დღევანდელი აქცია არ არის პარტიული და ყველა ერთად ქვეყნისა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძვის.

ხოშტარია: რაც არ უნდა კითხვები მქონდეს, მოძალადის მხრიდან მიტაცებულ სახელმწიფოში პრეზიდენტის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ მივდივარ აქციაზე

უდუმაშვილის განცხადებით, დღეს აქციაზე იქნება უამრავი ადამიანი და იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებიც, არამხარდამჭერებიც და სხვა პარტიების მხარდამჭერებიც:

ფოტო/ვიდეო: “ჩემი სამეგრელო აქ არის… უკვე იმდენი ვართ, ვერ დათვალეს” – სააკაშვილის მხარდამჭერი კოლონები ზუგდიდიდან

სწორედ იმ ცოცხებით გაიხვეტებიან ხელისუფლებიდან, რომლითაც დარბიან – ბარამიძე

“დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია. დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ ამ მოედანზე. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებს. აქ არ არის საუბარი, ვის რა პოლიტიკური სიმპათია, ან ანტიპატია გააჩნია. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!” – თქვა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმითვე, ის, რომ დღეს აქციაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არ იქნებიან, მისთვის გაუგებარია:

“ეს მათი არჩევანია, თუმცა, ჩემთვის გაუგებარი. ერთის მხრივ, ყველა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის უკანონო პოლიტპატიმარია, მეორეს მხრივ, კი პოლიტიკურ კეკლუცობას აქვს ადგილი, რომ არ მიდიან აქციაზე. მგონი, მოვა ის ხალხი აქციაზე, რომელიც თავს იკავებს.” – თქვა უდუმაშვილმა.

magti 5g