LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, სანამ ის ნიკოლასთანაა!“ – ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა დაასახელეს პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ბრუკლინთან ურთიერთობას აღადგენენ

2475
page

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები მძიმედ განიცდიან მათი 26 წლის ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემის საჯარო ბრალდებებს მშობლების მიმართ. ცნობილი წყვილი, წყაროს თქმით, „უკიდურეს წყენასა და მძაფრ გაბრაზებას განიცდის“. მათ უკვე წამოაყენეს ულტიმატუმი, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, მზად იქნებიან შვილს საჯარო შეურაცხყოფები აპატიონ.

ამის შესახებ ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა The Sun წერს.

„ტოქსიკური ნიკოლა პელტცი“ – ბექჰემების რძალი ჯიჯი და ბელა ჰადიდების ძმასა და ოჯახს ანალოგიურად მოექცა – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

ინსაიდერის ინფორმაციით, ვიქტორია და დევიდი „უკიდურესად იმედგაცრუებულები“ არიან ბრუკლინის საქციელით, რომელმაც მათი ოჯახი სოციალურ ქსელებში დაცინვისა და „მემების“ ობიექტად აქცია. წყაროს თქმით, ისინი გეგმავენ შვილის იგნორირებას მანამ, სანამ ის „რადიკალურ ნაბიჯებს“ არ გადადგამს და მშობლების ნდობას ხელახლა არ დაიმსახურებს.

„ბრუკლინი ყოველთვის მათი შვილი იქნება და მისთვის მათ სახლში ადგილი მუდამ მოიძებნება. მათ ყველაფერი სცადეს ურთიერთობის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ. ახლა ჩანს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, სანამ ის ნიკოლასთანაა“, – აცხადებს ინისაიდერი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დევიდ ბექჰემმა პირველად გააკეთა კომენტარი შექმნილ ვითარებაზე:

„ბავშვები შეცდომებს უშვებენ და მათ ამის უფლება აქვთ. სწორედ ასე სწავლობენ ისინი…“

„კარგად ვიცი, რაზედაც არიან წამსვლელები… ძალიან მეცოდებოდა მისი უბედური ცოლი“ – დევიდ ბექჰემის ყოფილმა საყვარელმა ბრუკლინ ბექჰემსა და ნიკოლა პელტცს მხარი საჯაროდ დაუჭირა

„ზოგჯერ შვილებს შეცდომის დაშვების საშუალება უნდა მისცე, ისინი ასე სწავლობენ“ – დევიდ ბექჰემის პირველი განცხადება უფროსი ვაჟის სკანდალური ბრალდებების შემდეგ

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია ყველაფერზე მაღლა დგას. მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი“ – ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს განაჩენი გამოუტანა – სკანდალური განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები