სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი ერთმანეთს დაშორდნენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ვენსანმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. მედია განშორების მიზეზად ვენსან კასელის მხრიდან ღალატზეც საუბრობს.
ცნობისთვის, ორი თვის წინ პარიზში სტივენ ჰოპკინსის სერიალის, „კავშირის“ პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარ როლებს ევა გრინი და ვენსან კასელი თამაშობენ. წითელ ხალიჩაზე მსახიობები ერთად პოზირებდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. სერიალში მათ შორის ქიმია თვალსაჩინოა. 56 წლის კასელის „ინსტაგრამს“ თუ გადახედავთ. ნახავთ, რომ მას ბოლო პერიოდში, 42 წლის ევა გრინთან გადაღებული არაერთი ფოტო აქვს გავრცელებული.
„მოწიფული სიყვარული“, „იდეალური წყვილია“, „ერთმანეთს საოცრად შეეფერებიან“, „ვენსანი ევასთან უფრო ბედნიერი იქნება“ – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ევა გრინის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის გათხოვილი არასდროს ყოფილა, მას არც შვილები ჰყავს.