ჯეი ლოს განრისხებული ექს-მეუღლე, ოხანი ნოა პოსტს ავრცელებს და თავის „ჰეითერებს“ ეხმაურება.
„სასწრაფო განცხადება მათთვის, ვინც მლანძღავს და ჩემზე უაზრო კომენტარებს წერს…
თქვენ საკუთარ რეალობას ვერ იტანთ და სიმართლისგან გარბიხართ. სიმართლე რომ გითხრათ, თქვენ წარმოდგენა არაფერზე გაქვთ. თქვენ უბრალოდ სასოწარკვეთილი, უბედური და უმნიშვნელო ადამიანები ხართ, სიცოცხლით გაუბედურებულები და სევდით სავსენი. აი, ჩემი პასუხი თქვენ“, – წერს ნოა.
ლოპესმა ჰოვარდ სტერნის შოუში გულწრფელად განაცხადა იმის შესახებ, თუ რატომ ვერ აეწყო მისი პირადი ცხოვრება.
„ჭეშმარიტად მე არცერთ მამაკაცს არ ვყვარებივარ, ისინი მე მაძლევდნენ ყველაფერს, ძვირადღირებულ საჩუქრებს, სახლებს, ბეჭდებს, ქორწინებასაც კი, მაგრამ მთავარს ვერ…“ – განაცხადა ჯეი ლომ
როგორც ჩანს, ეს განცხადება არ ესიამოვნა ლოპესის ყოფილ მეუღლეს, ოხანი ნოას, ის „ინსტაგრამზე“ ჯეი ლოს ინტერვიუს სკანდალური დეტალებით გამოეხმაურა და ის ღალატში დაადანაშაულა.
„გეყოფა ჩვენი დამცირება, მსხვერპლად ნუ მოგაქვს თავი. პრობლემა თავად შენ ხარ! შენ ვერ შეიკავე თავი, მე შენ მიყვარდი. მე კეთილი, ღირსეული ადამიანი ვარ, ერთგული, გულწრფელი, არასდროს მომიტყუებიხარ და არ მიღალატია. შენ კი აირჩიე ტყუილი, ღალატი და მიუხედავად იმისა, რომ გაპატიე და შენთან ვრჩებოდი, შენ აღარ გაგხსენებივარ. ერთხელ მაინც თქვი სიმართლე… შენ იყავი ოთხჯერ გათხოვილი და გქონდა უამრავი ურთიერთობაც, უბრალოდ ეს არ იყო შენთვის საკმარისი“, – განაცხადა ემოციურ წერილში ნოამ.
ამ განცხადების შემდეგ ოხანიმ უამრავი ნეგატიური შეფასება და კომენტარი გამოიწვია.
„მან ის აცდუნა“ – ჯეი ლოს ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ მათი განშორება Daddy-ს ბრალია