ჩინეთის პროვინცია გუანდუნში ათობით გამვლელმა ძალები გააერთიანა, რათა ავტობუსი აეწია და ქვეშ მოხვედრილი სკუტერის მძღოლი გადაერჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკუტერით მიმავალ მამაკაცს ხელები ავტობუსის საბურავის ქვეშ მოჰყვა. დაშავებულის გადარჩენის საქმეში ათობით ადამიანი ჩაერთო.
ეს კადრები ინტერნეტში გავრცელდა და სულ მალე ვირუსული გახდა.
სამწუხაროდ, გამვლელთა ძალისხმევა წარმატებით ვერ დასრულდა და მამაკაცის გამოყვანა მხოლოდ მაშველების მოსვლის და სპეციალური ტექნიკის გამოყენების შემდეგ მოხერხდა.