როგორც ცნობილია, „ნეტფლიქსმა“ „ბექჰემების“ შესახებ, 4 სერიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. 20 წლის შემდეგ, ვიქტორიამ სწორედ აღნიშნულ ფილმში დაარღვია დუმილი და დევიდის 20 წლის წინანდელი ღალატის ფაქტი გაიხსენა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ, მედიის ყურადღება სწორედ ამ საკითხისკენაა მიპყრობილი. 2003 წელს, როცა დევიდი „რეალ-მადრიდში“ თამაშობდა, მედია აქტიურად წერდა მისი და მისი თანაშემწის, რებეკა ლოსის რომანის შესახებ.
სკანდალური ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, მედია აქტიურად ადევნებდა თვალს რებეკა ლოსის სოციალურ ქსელს. ბოლოს და ბოლოს, მან დუმილი დაარღვია და „დეილი მეილის“ ინტერვიუ მისცა, სადაც დევიდის ღალატზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ფეხბურთელს იმ პერიოდში უამრავ ქალთან ჰქონდა რომანი.
„ისე აეწყო ყველაფერი, თითქოს დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი, არადა ყურადღება ჩემ მიმართ პირველად სწორედ დევიდმა გამოიჩინა. ის ყველაფერს აკეთებდა, რათა მე თავი განსაკუთრებულად მეგრძნო. ჩვენს პირველ ღამეს მან ფაქტობრივად მე შემაცდინა. რაღაც პერიოდი, დევიდი ერთდროულად ბევრ ქალბატონს ხვდებოდა და არაერთი რომანი ჰქონდა“, – იხსენებს რებეკა.