LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ამბავი მაყურებელმა პირველად ჩვენს გადაცემაში ნახა“ – BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებსა და თამუნა მუსერიძის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

283
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალურ გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის, „ვეძებ“ დამფუძნებლის, თამუნას საქმიანობის შესახებ ჰყვება.

„რომ გავიღვიძე, ეს ამბავი დამხვდა.. საქართველო ამ ასეულში არასდროს ყოფილა, ჯერ ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს“ – როგორ აღმოაჩინა BBC-მ თამუნა მუსერიძე და რას ნიშნავს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვედრა

„ვეხმარები დედებს, რომლებიც შვილებს ეძებენ. შვილებს, რომლებიც ექიმებმა დაბადებისას მოიტაცეს და გაყიდეს“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

„2 წლის წინ ანომ TikTok-ზე ახალგაზრდა ქალის ვიდეო ნახა, რომელიც მისი ორეულივით გამოიყურებოდა. მაშინ მან არ იცოდა, რომ უცნობი მისი ტყუპისცალი ემი იყო. ანოსა და ემის მსგავსად ათასობით ქართველი იგებს, რომ ისინი დაბადებისას უკანონოდ გაშვილდნენ“, – წერია ფილმის აღწერილობაში.

სრული ვიდეო ეთერში 26 იანვარს გავა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by BBC 100 Women (@bbc100women)

 

საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე BBC-ის დოკუმენტურ ფილმს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და წერს, რომ სატელევიზიო სივრცეში, პირველად, ამ ამბის შესახებ, მისი გადაცემიდან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ შეიტყო საზოგადოებამ.

„ეს ამბავი მაყურებელმა პირველად ჩვენს გადაცემაში ნახა ♥️

თამუნას ჰქონდა ონლაინ და ჩემს გადაცემაში საჯარო მადლობა ვუთხარი ამ ქეისისთვის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც სოციალური პროექტი „ვეძებ“ შექმნა და მრავალ ადამიანს დაკარგული ოჯახის წევრი აპოვნინა, BBC-მ 2023 წლის 100 ინფლუენსერ ქალს შორის დაასახელა.

ის ასეულში ძალიან ცნობილი ქალბატონების, მათ შორის, მიშელ ობამას გვერდით აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g