LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გოგიჩა – ეს ბიჭი არის სიყვარული…არ დამავიწყდება მისი ბოლო სიტყვები | ნათია ბანძელაძის ემოციური პასუხი შეკითხვაზე, რა არის სიყვარული

1010
2024-07-30_00-45-35_215334

ნათია ბანძელაძე შვილებთან ერთად გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც სიყვარულის შესახებ საუბრობს.

ნათიას პასუხი კითხვაზე: რა არის სიყვარული, ძალიან ემოციური გამოდგა და წამყვანმა ცრემლები ვერ შეიკავა.

„არავისი სიყვარული არ მყოფნის, კიდევ უფრო მეტი მინდა. ვფიქრობ სიყვარული არის ის, რაც გიომ მასწავლა. არ დამავიწყდება მისი ბოლო სიტყვები, ადამიანი ვეღარ სუნთქავდა. მთელი ეს წლები სულ მიხატული მქონდა ღიმილიანი სახე. ეს მანაც იცოდა. შემომხედა და მითხრა: კარგად მოიქეცი რა…წარმოიდგინეთ, არ უნდოდა რომ რამე მომსვლოდა, ბოლო წუთებშიც კი ჩემზე ფიქრობდა, როგორ შეიძლება ეს სადმე დაიკარგოს.

ეს ბიჭი, გოგიჩა არის სიყვარული, რადგან მას სწორად მასწავლა როგორ მოვქცეულიყავი. ყველამ იცოდა, რომ მისთვის პირველი იყო, ძაღლმაც კი. ფრანგული ბულდოგი გვყავდა და ჯესიკასთვისაც მოჰქონდა ხოლმე ყვავილები. აი, ასე გვაცხოვრა ამ ბიჭმა“, – საუბრობს ნათია ბანძელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g