LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნათია ზარანდია: „მამაკაცებმა ორჯერ მომატყუეს… კლიპის დასპონსორებას მპირდებოდნენ… მივედი შეხვედრაზე და დამხვდა გაშლილი სუფრა…“

199
ნათია ზარანდია

მომღერალი ნათია ზარანდია „დღის პოსტში“ საუბრობს, თუ როგორ ატყუებენ მას მამაკაცები, როდესაც კლიპის დასპონსორებას ჰპირდებიან:

„მომღერალი რომ ვარ, ასეთი რამ მოიგონეს, სიმღერას ან კლიპს დავასპონსორებო. რომ ვეკითხები, დეტალებზე შევხვდეთო… მეც, რა თქმა უნდა, მინდა საქმიან შეხვედრაზე მისვლა. ორჯერ ასე მოვტყუვდი. რომ დავსხედით, მივხვდი, რომ საერთოდ არ აინტერესებდა სიმღერა. მეორედ გავიკითხე, საქმიანი ტიპი აღმოჩნდა. რესტორანში დამინიშნა შეხვედრა, არ იყო გვიანი და მივედი. სუფრა იყო გაშლილი. ძალიან ფეშენ რესტორანი იყო. ღვინის ბოთლის გახსნისას მიმტანს გაუვარდა ხელიდან და იმ კაცს შეესხა. მე ამივარდა სიცილი, არ ვიცი, რატომ. გაბრაზდა, რა გაცინებსო… არ შედგა არაფერი. არც საქმეზე უნდოდა ლაპარაკი და არც არაფერზე…“

რატომ არ თხოვდება მომღერალი ნათია ზარანდია: „მოსწონთ მომღერალი გოგონები, მაგრამ როცა ურთიერთობაში შემოდიან, მერე ცდილობენ, სახლში დაგსვან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები