LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო მუსერიძე: „მეუღლემ მითხრა,- რომ მცოდნოდა, რამე პრობლემები მაქვს უშვილობასთან დაკავშირებით, ცოლად არასოდეს მოგიყვანდიო…“ – ცნობილი ექიმის 31-წლიანი სიყვარულის ამბავი

112
page

ექიმი ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე „დღის პოსტთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლემ უთხრა, რომ სცოდნოდა, შვილის ყოლის პრობლემა ჰქონდა, მასზე არ დაქორწინებოდა.

„ჩემი ქმარი მეუბნებოდა, რომ შენი საქმე გამოგდის და გააკეთეო. მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 31 წელია, ერთად ვართ. თან, მომიტაცა. სულ ვეუბნები, ეს პერიოდი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაგიჭერდნენ-მეთქი. 13 წლის ვიყავი, პირველად რომ მნახა ფეხბურთის მატჩზე. 17 წლის რომ გავხდი, გავიცანი. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, პირველ აპრილს გავიცანი. ერთ დღეს ვართ დაბადებულები – 22 მაისს. აბსოლუტურად არ ვგავართ ერთმანეთს. ორივე ტყუპი ვართ. 1993 წელი იყო, დაბადების დღეზე მივდივართო, წამიყვანეს, მაგრამ მერე მომიტაცა… სულ ერთი თვე ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ერთი წელი იცნობ თუ ერთი თვე, აზრი არ აქვს, თუ ერთად არ ცხოვრობთ, ვერ გაიცნობ. მე გამიმართლა… მასზე ახლობელი ადამიანი არ მყავს. დედასთან უფრო ცოტა ხანს ვიცხოვრე, ვიდრე მასთან. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთმანეთის შეცვლა კარგი აზრი არ არის. გვქონდა 500-კაციანი ქორწილი, კაციშვილს არ ვიცნობდით (იღიმის).

სამი თვის გათხოვილი ვიყავი, როცა ჩემი მეუღლე ანალიზებზე გაიქცა. სულ არ ვაპირებდი მაშინ შვილის გაჩენას, პატარა ვარ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ პრობლემა ჰქონდა. მერე ამ ყველაფერში კარგად გავერკვიე. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ რაღაც არ გამოვიდოდა. სხვათა შორის, მისთვის ძალიან რთული იყო ამ თემაზე საუბარი. რომ მცოდნოდა, რა პრობლემა მაქვს, არასდროს ცოლად არ მოგიყვანდიო, მითხრა. ასეთ რაღაცას რომ გეტყვის ადამიანი, მასთან ერთად უნდა იყო… გვყავს ქალიშვილი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ დაიბადა. ეს გზა რომ არ გამევლო, იმ ადამიანებს ვერ გავუგებდი, ვინც ჩემთან მოდის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g