„რუსთავი 2“-ის სატელევიზიო გადაცემაში – „შუადღე“, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიეძღვნა, პატრიარქის ღვაწლის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობები საუბრობენ.
ამავე სიუჟეტში პატრიარქის შესახებ საუბრობს რუსთაველის თეატრის, ასევე კინოს მსახიობი, თათული დოლიძე და აღნიშნავს, რომ პატრიარქი ყველასთვის დარჩება როგორც სიკეთის, სიყვარულის და მშვიდობის სიმბოლო და ხატი.
„ფაქტობრივად, ჩვენ უდიდესი პიროვნება დავკარგეთ. ის აბსოლუტურად ყველას პატრიარქი იყო. იყო დიდი რეფორმატორი, მას შეეძლო ყველა პროფესიის ადამიანთან თანაბარ დონეზე ესაუბრა. იყო საოცრად განსწავლული პიროვნება, სხვაგვარად ვერ მოახერხებდა, ადამიანებში ამხელა სიყვარული დაეთესა.
სწორად გაკვალა გზა მომავლისკენ და იმედია, რომ სხვებიც ამ გზით ივლიან“, – ამბობს თათული დოლიძე.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. მისი სამოქალაქო პანაშვიდი 18 მარტიდან სამების ტაძარში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ილია მეორე, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
ვიდეო: „სიყვარულის პატრიარქი“ – ზურა მანჯავიძემ პატრიარქს ლექსი მიუძღვნა
