„დღის პოსტს“ მომღერალი მერაბ ვარდოსანიძე მეუღლესთან, ნინოსთან და შვილებთან ერთად ესტუმრა.
მერაბ ვარდოსანიძეს უფროსი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს და სულ მცირე ხნის წინ მესამე შვილი, გაბრიელი შეეძინა.
მერაბის უფროსმა შვილებმა აღნიშნეს, რომ ეს საოცარი შეგრძნება იყო.
თამარი:
„მოულოდნელი შეგრძნება იყო, სასწაული. მარტო მე და საბა მოვდივართ ამდენი წელია. სხვანაირად შეცვალა ყველაფერი. ჩვენ შორის სხვაობა 24 წელია… უფრო მეტად მზრუნველობის მომენტია. ძმად ცოტა ვერ წარმოვიდგენ. უფრო პატარა შვილად აღვიქვამ… დედობრივი გრძნობები გამიღვიძა…“
საბა:
„განსხვავებული გრძნობა იყო, მადლიერი ვარ უფლის, რომ ძმა მაჩუქა. სულ მინდოდა ძმა…“