LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ შეგიმჩნევიათ, რომ ასაკთან ერთად დრო უფრო ჩქარა გადის?, ამას თავისი ახსნა აქვს“ – გიორგი ღოღობერიძე

149
2026-06-02_01-47-41_881148

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას საინტერესო საკითხზე მორიგ ვიდეომიმართვას უზიარებს, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად დროის ჩქარა გასვლას უკავშირდება.

„თუ შეგიმჩნევიათ, რომ ასაკთან ერთად დრო უფრო ჩქარა გადის? ადრე ზაფხულის არდადეგები ერთი დიდი დაუსრულებელი თავგადასავალი იყო. ახლა კი დრო ისე ჩქარა გარბის, რომ ახალი წლის და დაბადების დღის მოახლოების დროს ვხვდებით, რომ კიდევ ერთი წელი გავიდა. ეს მხოლოდ ილუზია არ არის და ახსნა აქვს.

ბავშვობა არის აღმოჩენების ხანა, პირველი ნაბიჯები, ველოსიპედის გატარება და პირველი შეყვარებული. ასევე სკოლაც და ახალი რამის სწავლა. ახლა ზრდასრულობაში უკვე რუტინა სუფევს, სახლი, საცობები და სამსახური. გონება უკვე მიჩვეულია ერთფეროვნებას და დროც თითქოსდა მიფრინავს.

სინამდვილეში დრო ისევ ისე მიდის, მაგრამ ჩვენი აღქმა შეიცვალა. თუ გნებავთ დროის სვლის შეგრძნება შეანელოთ, უნდა ისწვალოთ ახალი რაიმე. სიახლე უნდა შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. სამსახურში სხვა გზით წახვიდეთ. როცა თქვენ ამას იზავთ, თავის ტვინი ისევ ბავშვობის რეჟიმში დაბრუნდეს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

ვიდეო: „დილით წყლის მიღება მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას არასწორად აკეთებს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g