„შეშუპებისკენ მიდრეკილება, სითხის შეკავება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია წერს.
კვების სპეციალისტი იმ პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელიც შეშუპებისკენ მიდრეკილებას და სითხის შეკავებას იწვევს:
„თუ შეშუპებისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ პირველ რიგში რაციონიდან შემდეგი პროდუქტები ამოიღე:
კონსერვირებული პროდუქტები, ჩირეული დამატებული შაქრით, ძეხვეული, სოსისი, ჩიფსები, კარტოფილი ფრი და მარილიანი კრეკერები“, – ამბობს კვების სპეციალისტი.