დასავლური გამოცემები ყოველდღე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ ბექჰემების ოჯახში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე. როგორ გამოცემები წერენ, ვიქტორიას ნიკოლა პელტცთან კონფლიქტის ფონზე, დეპრესია დაეწყო და თვეებია უძილობა აწუხებს. არადა რძალ-დედამთილმა 2022 წელს დაალაგა ურთიერთობა, დევიდ ბექჰემის დიდი ძალისხმევის შედეგად, პელტცი და ვიქტორია შერიგდნენ, თუმცა, იდილიამ დიდხანს ვერ გასტანა.
კონფლიქტის ახალი ტალღის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა მამის იუბილე გამოტოვეს, ამას მოჰყვა რომეო და კრუზ ბექჰემების დამცინავი კომენტარები ნიკოლა პელტცის მისამართით. სანდრო წყარო გამოცემა People-ს უყვება, რომ ვიქტორია ნამდვილ კოშმარში ცხოვრობს.
ვიქტორია ბექჰემი რძალს „გველგესლას“ ეძახის, ნიკოლა პელტცი კი, დედამთილს ასაკის გამო დასცინის
