LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა მოიფიქრა, თუ როგორ გადაარჩინოს გერმანული ქარხნები

108
Volkswagen-მა მოიფიქრა, თუ როგორ გადაარჩინოს გერმანული ქარხნები

Volkswagen-მა შესაძლოა გერმანული ქარხნები შეინარჩუნოს. დაწესებულებებმა, რომელთაც დაკეტვა ემუქრებოდათ, შესაძლოა ისევ განაგრძონ მუშაობა. Volkswagen ძალიან ახლოსაა გაფიცული პროფკავშირების შემორიგებასთან, წერს Bloomberg ინსაიდერებზე დაყრდნობით. ავტო გიგანტის ხელმძღვანელობა მზადაა შეინარჩუნოს ქარხნები და მათი მუშაობის გარანტია გასცეს ათწლეულის ბოლომდე, თუკი მუშები პრემიებზე უარს იტყვიან.

Volkswagen იძულებულია ეკონომიის გაწევის მიზნით საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღოს და ამ ზომებს შორის წარმოების ნაწილის მექსიკაში გადატანაცაა. გარდა ამისა, პრემიების გაცემაც შეიზღუდება, რაც კომპანიას წელიწადში 4 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს და თან ზედმეტი წარმოებისგანაც დაიცავს.

ამჟამად ელექტროქარების გამოშვების მასშტაბები მოთხოვნას აჭარბებს: გაყიდვები ეცემა ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში. Volkswagen-ის აქციები წელს უკვე 22%-ით გაიაფდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები