LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოიდგინეთ, თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს.. გუშინდელი დღის შემდეგ 1 კილოგრამი აქვს დაკლებული“ – გიული ალასანია

225
გიული და მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოინახულა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ “ემპათიას” მიერ მომზადებული დასკვნა დროულად გასაჯაროვდეს და მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.

„წარმოიდგინეთ, თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს, მე ძალიან მეჩქარება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. იგივე სისუსტე აქვს, იგივე ბარბაცი. გუშინდელი დღის შემდეგ 1 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო. არ ვიცი, რა არის მიზეზი.

დღეს მგონი, რაღაც ანალიზების პასუხს ელოდებიან,” – აღნიშნა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს ვერ შედგა და გადაიდო.

“გაშავებულია, ასდის საშინელი სუნი, რაღაც ხდება, ორგანიზმში ინტოქსიკაცია მიმდინარეობს” – ადვოკატი სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და უპრეცედენტო სასამართლო პროცესებს აანონსებს

“პოლონეთიდან გვეუბნებიან, სიამოვნებით წავიყვანთ და მივხედავთო” – რას უკავშირებს გიული ალასანია სააკაშვილის სხეულზე გაჩენილ შავ ლაქებს