LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს ძლიერი ქალები დომინირებენ” – ჟურნალმა People „წლის ადამიანებად” 4 ქალი დაასახელა

271
page

ჟურნალმა People 2019 წლის ადამიანები დაასახელა. გამოცემის ინფორმაციით, ჟიურიმ იმის მიხედვით გამოავლინა გამარჯვებული, თუ რომელმა ვარსკვლავმა იქონია ბოლო 365 დღის განმავლობაში სამყაროზე დადებითი გავლენა.

„წელს  ერთის ნაცვლად 4-ყდიან ჟურნალს გამოვუშვებთ. როდესაც დავსხედით და ამ ადამიანებზე ჩამოვყალიბდით, არ გაგვკვირვებია, რომ ოთხივე ადამიანი ქალი იყო – წელს ძლიერი ქალები დომინირებდნენ”  – წერს ჟურნალის მთავარი რედაქტორი დენ ვეიკფორდი.

გამოცემა People -ის მიხედვით 2019 წლის ადამიანები არიან:

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მქონე არტისტი ტეილორ სვიფტი, რომლემაც ნამდვილად დაუმტკიცა საზოგადეობას, რომ მონდომებით და შრომით საოცარი განვითარების მიღწევაა შესაძლებელი. მისი ალბომი Lover სულ რაღაც ერთ კვირაში 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა.

მიმდინარე წელს, მიშელ ობამა ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მემუარისტი გახდა, მისი წიგნი, Becoming კი გრემი ნომინანტია. Gallup-ის გამოკითხის თანახმად, მის მსოფლიოს ყველაზე საყვარელ ქალად დასახელდა.

ჯენიფერ ლოპესი 50 წლის გახდა, მან  როლი ახალ ფილმში, Hustlers შეასრულა და შესაძლოა ოსკარის პრეტენდენტიც გახდეს. მას ახალი ოჯახი აქვს და ყველაფერს ოსტატურად უძღვება.

ჯენიფერ ენისტონი მთავარ როლს ახალ, სკანდალურ ტელეშოუში The Morning Show  ასრულებს, რომლის თანაპროდიუსერიც თავადაა. მისი სცენა მამაკაცებით სავსე ოთახში საოცრად ემოციურია. სადაც ის ამბობს: „თქვენი ძალაუფლება გაქრა, ახლა ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც მე მინდა.” ჟურნალმა People  აღნიშნული მომენტი, ენისტონის კარიერაში  ერთ-ერთ საუკეთესო სცენად აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები