„წიგნის „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი“, – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე.
როგორც იგი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, წიგნი რუსულად მაინც გამოვა, და ქართული გამომცემლობა გამოსცემს.
„გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება – საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ“. – წერს გიორგი კეკელიძე Facebook-ზე.
