LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, ადამიანის არასრულფასოვნებას კი ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“: ილია მეორე

79
ილია-მეორე-1

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში თანამედროვე ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, „ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

„ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულსშორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.

ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; “კრიზისული წესრიგის” ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა…“, – ვკითხულობთ სააღდგომო ეპისტოლეში.

საზოგადოების ნაწილი და ზოგიერთი მედია ეკლესიისადმი სიძულვილის ენით მეტყველებს: ილია მეორე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g