LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილმა პოლიციელმა სასჯელის თავიდან ასაცილებლად საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო

59
Capture

ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მცხოვრებმა ყოფილმა პოლიციელმა სიკვდილი გაითამაშა, რათა მართლმსაჯულებას დამალოდა.

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, 36 წლის უილიამ ენტონს ბრალი 70 დანაშაულში ედება.

ენტონი წლების განმავლობაში პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და ისეთ კანონდარღვევებში ედება ბრალი, როგორიცაა – ნივთმტკიცებულებების განადგურება, კორუფცია, ნარკოტიკით ვაჭრობა, იარაღის უკანონოდ შენახვა და მეგობრებისთვის მიყიდვა. გარდა ამისა, მამაკაცს ბრალი ედება 8 ათასი დოლარის მითვისებაშიც, ეს ფული ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს უნდა მოხმარებოდათ.

ყოფილი სამართალდამცავი ციხიდან გირაოს – 500 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ისიც მაშინვე ნავით მდინარისკენ გაემართა, ავტომობილში კი წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ ამ ტკივილის თავიდან ასაცილებლად სუიციდი გადაწყვიტა.

პოლიციელებმა ცარიელი ნავი იპოვეს, დაკარგული მსჯავრდადებულის საპოვნელად კი საქმეში ვერტმფრენები ჩართეს და 64,2 ათასი დოლარიც დახარჯეს.

2-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ უილიამის კვალს მიაგნეს, ის თავისი დეიდის სახლში იმალებოდა. ამჯერად მისი გირაო 6 მილიონი ფუნტია და სიკვდილის ინსცენირების გამო სასჯელიც უფრო მეტად დამძიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები