LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის მინდოდა ჭრელი, ფერადი სახლი მქონოდა..“ – როგორ გამოიყურება სოფო ჯაფარიძის სახლი ტაბახმელაში

1258
BeFunky-collage

“ტვ პირველის” გადაცემის „დილის ლაივი“ ფარგლებში, მსახიობი და ტელეწამყვანი გოგოლა კალანდაძე “მედგიდის” დამფუძნებელსა და ენმ-ის წევრს, სოფო ჯაფარიძეს სახლში ეწვია.

“შენ ყოფილხარ თხა” – როგორ აღმოჩნდა გოგოლა კალანდაძე სოფო ჯაფარიძის აუზში

ტაბახმელაში მდებარე სახლში სოფო ოჯახთან ერთად ცხოვრობს და როგორც თავად აღნიშნავს, დროს საკმაოდ მხიარულად ატარებს.

„საერთოდ, ითვლება, რომ ეს სახლი არის ზაფხულის, რადგან არის ქალაქგარეთ, მაგრამ დაბინძურებული ეკოლოგიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დიდწილად აქ ვიყოთ.

გოგოლას რუბრიკა – სახლები

? გოგოლას პირველი მასპინძელი სოფო ჯაფარიძეა, ნახეთ როგორია სოფო სახლის ზღურბლს მიღმა, შინაურ გარემოში.
? გოგოლას რუბრიკა – სახლები
#დილისლაივი #გოგოლა #სახლები

Posted by დილის LIVE • Dilis LIVE on შაბათი, 17 სექტემბერი, 2022

 

ყოველთვის მინდოდა, ფერადი, ჭრელი სახლი მქონოდა, ყოფილიყო მხიარული გარემო და მგონი გამომივიდა. ძალიან მიყვარს მისაღები ოთახი და დღის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ვატარებ.

ზაფხულში მეგობრები ძირითადად გარეთ, ვერანდაზე ვიკრიბებით..

მაქსიმალურად ვეცადე, სახლის ინტერიერი თანამედროვე და კლასიკური სტილის კომბინაციაში ყოფილიყო.

დიზაინერი არ მყოლია. აქ ყველაფერი ჩემი და დედაჩემის მიერ არის გადაწყვეტილი..

მიყვარს სახლის დალაგებაც, დიასახლისობაც, საჭმლის გაკეთებაც..”, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები