LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ყოველთვის შენი პატარა, შავკანიანი გოგონა ვიქნები“ – ჯეი ლოს სიმღერისთვის Lonely რასიზმში ადანაშაულებენ

96
196034

გასულ თვეს, 51 წლის ჯენიფერ ლოპესმა და 26 წლის კოლუმბიელმა მომღერალმა, მალუმამ ერთობლივი ნამუშვარი, Pa Ti და Lonely გაავრცელეს. მდიდრული სცენები, „ლუქების“ ცვენა, ქორეოგრაფიულად დატვირთული კადრები და არტისტების ვნებიანი და პიკანტური სცენები – კლიპმა ინტერნეტი ააფეთქა, დღეისათვის ვიდეოს უკვე 33,544,232 ნახვა აქვს. ნამუშევრის დიდი მოწონების მიუხედავად, მაინც მოიძებნა საზოგადოების ნაწილი, რომელმაც არტისტი გააკრიტიკა, უფრო მეტიც, ჯეი ლოს სიმღერისთვის Lonely რასიზმში ადანაშაულებენ.

ინტერნეტმომხმარებელთა გაღიზიანება სიმღერის იმ მონაკვეთმა გამოიწვია, რომელშიც მომღერალი საკუთარ თავს შავკანიან გოგონად (Negrita) მოიხსენიებს. „Siempre serás tu negrita del Bronx“. „მე ყოველთვის შენი პატარა, შავკანიანი გოგონა ვიქნები ბრონქსიდან“, – მღერის ვარსკვლავი  ესპანურ ენაზე.

„რატომ ჰგონიათ შავკანიანებს შორის გაზრდილ ლათინოამერიკელებს, რომ ასეთი რაღაცების თქმის უფლება აქვთ“,„რატომ იბრალებ ფერადკანიანობას“,„რასისტი ყოფილხარ“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები