„ოჯახია ბევრი რაღაც, მშობელი ბევრს ნიშნავს და საზოგადოება, ყველა ეროვნების ადამიანი რომ მიდის იქამდე, რომ მიწერონ დედას – მადლობა, რომ თქვენ მსოფლიოს ასეთი შვილი გაუზარდეთ, ეს მე მახარებს“, – ამის შესახებ YouTube გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან” UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია საუბრობს.
ვიდეო: „მსოფლიოს ვაჩუქე ისეთი ადამიანები ვისიც არ მრცხვენია…” – UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია შვილებზე
ამის შესახებ ახალ YouTube გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან” UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია საუბრობს.
ჩემპიონის დედა ამბობს, რომ ერთხელაც არ ჰქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს მის შვილებზე გულის დასაწყვეტი რამ მოეწერა, რაც მისი თქმით, დღევანდელ რეალობაში ძალიან იშვიათია:
„დღეს როდესაც დიდი რაოდენობის ადამიანი გწერს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ყველა მადლობას გიხდის… ერთხელ არ მქონია ისეთი „მესიჯი“, რომ ვინმეს ისეთი რამ მოეწერა, რომ გული დამწყვეტოდა, დღევანდელ რეალობაში ეს არის ძალიან იშვიათი ყველას რომ უყვარდე… ჩემს თავზე არაფერს ვიტყვი, ვამბობ იმას რასაც ხალხი მწერს. ჩემს ქართველებს ვუყვარვარ და დიდი მადლობა, ვთქვი, რომ ქართველი ვარ და ალბათ მაგიტომ, მაგრამ არა… არ შეიძლება ბოლივიელს, არგენტინელს, უკრაინელს – ყველა ეროვნების ადამიანს ერთნაირად უყვარდე და ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ XXI საუკუნეში, დღეს როდესაც ბევრი რაღაცა თითქოს გაუფასურდა, მაინც ხალხი მწერს, რომ ყოჩაღ, უბრალოდ მიხარია, როდესაც ადამიანები პატივს სცემენ დედას, იმიტომ რომ მაინც ოჯახია ბევრი რაღაც, მშობელი ბევრს ნიშნავს და საზოგადოება, ყველა ეროვნების ადამიანი რომ მიდის იქამდე, რომ მიწერონ დედას – მადლობა, რომ თქვენ მსოფლიოს ასეთი შვილი გაუზარდეთ, ეს მე მახარებს“, – ამბობს ინგა ბენდელიანი-თოფურია.
„ყველაფერი გამოვიდა, 30 წელია, ვცხოვრობთ და მოვდივართ 4 ფანტასტიკურ შვილთან ერთად“ – UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია მეუღლესა და შვილებზე
ინგა თოფურიამ ემოციურად ისაუბრა მეუღლეზე, ზაზა თოფურიაზე.
ცნობისთვის, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი YouTube გადაცემაა, რომლის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი, თაია გამთენაძეა.
გადაცემა ვრცლად ![]()
