LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა შეუძინა და ამ შვილის ხელით დაიღუპა“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები გორში მომხდარ მკვლელობაზე

1709
მკვლელობა გორში

„სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო, მე­უღ­ლე შარ­შან გარ­და­ეც­ვა­ლა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა შვი­ლის­თვის, სახ­ლი, აგა­რა­კე­ბი, მან­ქა­ნა – ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ძი­ნა, მაგ­რამ ამ შვი­ლის, 28 წლის ბი­ჭის ხე­ლით და­ი­ღუ­პა“, – ამის შესახებ გო­რის სო­ფელ ქორდში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ადგილობრივები ჰყვებიან მედიასთან.

მათი ინფორმაციით, მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, შვილ­მა მა­მის ცხე­და­რი პლე­დებ­ში გა­ახ­ვია, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა და თბი­ლის­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე აგა­რაკ­ზე და­მა­ლა.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა-შვილს შო­რის უთან­ხმო­ე­ბას ად­გი­ლი ხში­რად ჰქონ­და.

„ძი­რი­თა­დად, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, ოჯა­ხი სო­ფელ­ში ხში­რად არ ჩა­მო­დი­ო­და, თუმ­ცა, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია.

გარ­დაც­ვლი­ლი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან კარ­გი კაცი, ვინც იც­ნობ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და, შვი­ლი კი – სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ხში­რად კა­მა­თობ­და მა­მას­თან, არც ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, უც­ნა­უ­რი ბიჭი იყო ყო­ველ­თვის.

ამ შემ­ზა­რავ ფაქ­ტზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ. სა­ნა­დი­რო თო­ფით მო­უკ­ლავს, მერე კი, კვა­ლი რომ და­ე­ფა­რა, მა­მის ცხე­და­რი გა­უხ­ვე­ვია პლე­დებ­ში, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­უ­თავ­სე­ბია და ასე გა­და­უ­ტა­ნია თბი­ლის­ში. თბი­ლის­თან ახ­ლოს აგა­რა­კიც აქვთ და იქ და­უ­მა­ლავს.

გა­ოგ­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა, მარ­თლა სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო უშან­გი ინა­უ­რი, მე­უღ­ლე შარ­შან გარ­და­ეც­ვა­ლა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა შვი­ლის­თვის, სახ­ლი, აგა­რა­კე­ბი, მან­ქა­ნა – ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ძი­ნა, მაგ­რამ ამ შვი­ლის, 28 წლის ბი­ჭის ხე­ლით და­ი­ღუ­პა. კარ­გია, რომ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს“. – გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან მოკ­ლუ­ლის მე­ზო­ბელ­მა.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში შემზარავი მკვლელობა მოხდა. შვილმა მამა მოკლა, დანაშაულის დასაფარად ცხედარი თბილისში, აგარაკზე გადაიტანა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნობით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პ

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g