LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი ზღვის ნიანგი სტრესის გამო მოკვდა

362
1-TO-GO-WITH-AFP-STORY-PHILIPPINES-ENVIRON

ზღვის ნიანგებს შორის ყველაზე ცნობილი და თან ყველაზე დიდი ნიანგი, რომლის სიგრძეც 6 მეტრზე მეტი იყო, სტრესის გამო მოკვდა.

გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, ნიანგი რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეტანილი 2012 წელს დაიჭირეს. ითვლებოდა, რომ უზარმაზარმა რეპტილიამ მანამდე მეთევზე და 12 წლის მოსწავლე შეჭამა.

ნიანგზე კვირების განმავლობაში ნადირობდნენ და ბოლოს როგორც იქნა დაიჭირეს. რეპტილია ტურისტული პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა.

სამწუხაროდ ის მალევე დაიღუპა და როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, სიკვდილის მთავარი მიზეზი სტრესი გახდა. ნიანგმა თავისუფლების შეზღუდვა ვერ გადაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები