LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სანდო ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს

162
Porsche

ყველაზე სანდო ავტომობილების რეიტინგში პირველი ადგილი BMW-მ და Porsche-მ დაიკავეს. უფრო ზუსტად კი Porsche 718-მა ყველა კონკურსანტთან შედარებით მაქსიმალური ქულა დააგროვა, ხოლო BMW X1 და X6 “პატარა კროსოვერების“ ნომინაციაში არიან პირველები.

ამასთან, J.D Power-ის რეიტინგში ყველაზე მეტი ჯილდო Toyota-ს ხვდა წილად, ბრენდმა მთლიანობაში 9 ნომინაციაში გაიმარჯვა. თავის კატეგორიებში საუკეთესო ავტომობილებად დაასახელეს – Lexus ES, IS, NX, RX, Toyota 4Runner, Camry, Corolla, Tacoma და Tundra.

ექსპერტთა შეფასებით, მანქანები ბოლო პერიოდში ნაკლებად სანდო გახდნენ. ავტომფლობელთა უმრავლესობა სტაბილურად ჩივის მულტიმედიურ სისტემაზე. ასევე გაღიზიანებას იწვევს ელექტრონული ასისტენტების სიმრავლე და მათ მიერ გამოგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა.

და ბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, ელექტრომობილები ყველაზე პრობლემურ სეგმენტად რჩება და ყველაზე მეტი საჩივარი საბურავების ხშირ ცვეთას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები