ვარსკვლავური წყვილის, ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ბევერლი-ჰილზის ზღაპრული სახლი იყიდება. წყვილმა ის 2000 წელს, დაქორწინებისთანავე შეიძინა, შემდეგ რემონტს შეუდგა, რომელიც 3 წელი გაგრძელდა. წყვილმა ის 2005 წელს, განქორწინების შემდეგ დატოვა.
1000 კვადრატული მეტრის სახლი, საცურაო აუზით, ჩოგბურთის კორტებით, ტერასებით, სპორტული დარბაზით, 5 საძინებელი და 13 სააბაზანოთი ოთახით, ამ ეტაპზე, 44,5 მილიონ დოლარადაა შეფასებული.









