LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა გორგაძე: „ცოლი ისეთი თემაა, კი არ უნდა მოიყვანო, თვითონ უნდა მოვიდეს…“

213
e57fdc7d-d169-4795-8dc9-643519e2a768

„რუსთავი 2“-ის სახე ზურა გორგაძე ჟურნალ „თბილისელებს“ (1-ლი სექტემბრის ნომერი) ესაუბრება იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ქორწინებაზე. აღსანიშნავია, რომ ახლახან ზურამ ბინა შეიძინა და გაარემონტა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დაიწყეს უკვე იმაზე საუბარი, რომ სახლი გაქვს და ახლა დაქორწინების დროა?

ამაზე საუბარი დაუწერელი კი არა, უკვე დაწერილი კანონია – ახლა ყველაფერი გაქვს და უკვე კარგი ცოლი გინდა (იცინის). თუმცა ცოლი ისეთი თემაა, კი არ უნდა მოიყვანო, თვითონ უნდა მოვიდეს (იცინის). თუ მოვა, კეთილი იყოს, მე გრძნობების წინააღმდეგ არ მივდივარ. თუ მსგავსი გარემოება შეიქმნა, რატომაც არა, თუმცა ამ მომენტში უფრო მეტად კარიერაზე ვარ კონცენტრირებული და ეს ბუნებრივად ხდება. ჩემი ოჯახის კრედოა ცოლის მიყვანა, თუმცა იციან, რომ ამ თემაზე „ჩაჭერა“ და დიდი განხილვები არ მსიამოვნებს და ჩემს აზრსა და მიზნებს პატივს სცემენ, რასაც ვაფასებ. ასე რომ, როცა გადაწყვეტ, მაშინ იქნება ამისთვის სწორი დრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g