LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მანჯავიძე ბაბუობის სიხარულზე: „სრულიად სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში… ძალიან მინდოდა, შვილიშვილი მყოლოდა და ეს დღეც დადგა…“

146
zura manjaviZe

ზურა მანჯავიძე ახლახან ბაბუა გახდა და ჟურნალ „თბილისელებს“ (2 ივნისის ნომერი) ამ სიხარულის შესახებ ესაუბრება:

„კარგა ხანია, ბაბუობისთვის მზად ვარ, მაგრამ დამიგვიანდა (იცინის). ძალიან მინდოდა, შვილიშვილი მყოლოდა და ეს დღეც დადგა, ვერ ვიტყვი, რომ უკვე ბაბუის როლში ვარ შესული, მაგრამ კარგა ხანია, ამ როლისთვის ვემზადები (იცინის). ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. სრულიად სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. გამოგვყავს სამშობიაროდან და სახლში დიდი სამზადისი გვაქვს… ველოდებით ქალბატონის სახლში მობრძანებას, ჩვენს ცხოვრებაში უკვე მობრძანდა და გაგვაბედნიერა.

ფაქტობრივად, ახლა თავიდან უნდა გავიარო მთელი ცხოვრება, დაბადებიდან – სიყმაწვილემდე, ანუ ჩემი შვილიშვილის თანატოლი და თანამოაზრე ვიქნები…“

ზურა მანჯავიძე ბაბუა გახდა: „ამ ყველასთვის ულამაზეს დღეს ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g