LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla წარმოების დასრულებამდე Model S-ს და Model X-ს აძვირებს

121
1098x1098 (1)

Tesla-მ თავისი ფლაგმანი მოდელებისთვის – Tesla Model S-ისა და Tesla Model X-ისთვის ფასები გაზარდა. თითოეულ ავტომობილზე ფასი დაახლოებით 15 ათასი დოლარით გაიზარდა, რაც პირდაპირ უკავშირდება ამ მოდელების წარმოების შეწყვეტის გეგმას.

განახლებული ფასებით, ორივე მოდელის ღირებულება უკვე 100 ათას დოლარს აჭარბებს და აშშ-ის ბაზარზე 109 900-დან 129 900 დოლარამდე მერყეობს. ინდივიდუალური შეკვეთების მიღება უკვე შეწყვეტილია – მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ უკვე წარმოებული ავტომობილების შეძენა, რომლებიც საწყობებშია დარჩენილი.

ექსპერტების შეფასებით, Tesla Model S-ის და Tesla Model X-ის ბოლო ეგზემპლარები საკოლექციო ღირებულებას შეიძენენ, რადგან ისინი Tesla-ს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპის სიმბოლოდ ითვლება.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ასევე დააანონსა სპეციალური ღონისძიება, რომელიც ამ მოდელების „ეპოქის დასრულებას“ მიეძღვნება. მისი თქმით, Tesla Model S და Tesla Model X ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია და მათ ღირსეული დამშვიდობება ეკუთვნით.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები