პაპარაცებმა შარლიზ ტერონი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. 41 წლის ვარსკვლავი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, როგორც ჩანს, ფილმისთვის მომატებული 16 კილოს დაკლება მას არ გასჭირვებია.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავი საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტს პირველად არ ატარებს: 2002 წელს ფილმისთვის „მონსტრი“ მან 13 კილო მოიმატა, თუმცა გადაღებების დასრულებისთანავე ფორმაში ის მალე დაბრუნდა.