აუქციონზე RM Sotheby’s გასაყიდად ამზადებენ ჰიპერქარს Ferrari FXX K, რომელიც 2018 წელს არის აწყობილი. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, ლოტის ღირებულება 5,2-დან 5,7 მილიონ ევრომდე მერყეობს. ავტომობილი მონაკოში მდებარეობს, თუმცა აუქციონის გვერდზე მისი დეტალური აღწერა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
Ferrari-მ FXX K მოდელის სულ 40 ეგზემპლარი გამოუშვა. ის წარმოადგენს ჰიპერქარ LaFerrari-ის სრულად ტრეკზე ორიენტირებულ ვერსიას და არ აქვს დაშვება საერთო გზებზე გადაადგილებისთვის.

კომპანიის სპეციალური XX პროგრამის ფარგლებში, მფლობელს შეუძლია შეუკვეთოს ავტომობილის ტრანსპორტირება ტრეკზე, სადაც მას Ferrari-ს ინსტრუქტორების ზედამხედველობით მართავს.

FXX K აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომლის საერთო სიმძლავრე 1050 ცხენის ძალას აღწევს. სისტემაში შედის 6.3 ლიტრიანი V12 ძრავა, ელექტროძრავი, ბატარეა და შვიდ საფეხურიანი პრესელექტიური „რობოტი“.

რთული აეროდინამიკური კომპლექტი 50%-ით მეტ დამჭერ ძალას ქმნის, ვიდრე LaFerrari-ზე – ეს მაჩვენებელი 200 კმ/სთ სიჩქარეზე 540 კილოგრამს აღწევს.