უახლოეს მომავალში Tesla-ს ელექტროქარებიი სერვისულ ცენტრებში თავად წავლენ. ამის შესახებ მარკის გერმანული განყოფილების ხელმძღვანელმა იოჰენ რუდატმა გამოცემა Manager Magazin-თან ისაუბრა.
”ჩვენი სერვისული ინფრასტრუქტურა კლიენტების მოთხოვნილებების შესაბამისად იზრდება. გერმანულ ბაზარზე Tesla-ს გაყიდვებს გავაორმაგებთ, წლის ბოლოსთვის კი 26 სერვისული ცენტრი გვექნება, გავაორმაგებთ თანამშრომლების რაოდენობასაც. დავამატებ იმასაც, რომ ჩვენს ავტომობილებს კონკურენტებთან შედარებით სერვისში სიარული ბევრად ნაკლებად სჭირდებათ. უმრავლეს შემთხვევაში სერვისში წასვლას პროგრამული უზრუნველყოფა ანაცვლებს. ვფიქრობ, შესაძლებელი გახდება და Tesla-ს მოდელები სრულიად ავტონომიურები გახდებიან”.
სხვა დამატებით ინფორმაციას რუდატი არ ავრცელებს. აქვს თუ არა რეალურად Tesla-ს მსგავსი გეგმა თუ რეალურად თუ ტოპ მენეჯრმა უბრალოდ ივარაუდა, ბოლომდე ნათელი არ არის.
დღეისათვის Tesla-ს ორივე მოდელი ჰეთჩბეკი Model S და ქრსოვერი Model X ავტოპილოტით არის აღჭურვილი.