LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mustang – მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტქარი

76

20016 წლის გაყიდვების მიხედვით, Ford Mustang-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტქარია. როგორც Ford-ის პრესსამსახური იუწყება, გასულ წელს ფირმამ 150 000 ეგზემპლარი გაყიდა.

აქედან აშშ-ს ტერიტორიის მიღმა 45 000 ავტომობილი გაიყიდა, ამასთან 2015 წელს მოდელის ჩაშვების შემდეგ, საზღვარგარეთ 98 000 ”მუსტანგი” გაიგზავნა. დღეისათვის Ford Mustang მსოფლიოს 140 ბაზარზე იყიდება, უახლოეს მომავალში ჩამონათვალს კიდევ ექვსი საავტომობილო ბაზარი მიემატება, მათ შორის ბრაზილია, პალაუ და კოტ დივუარი. Ford-ის თანახმად, მეექვსე თაობის Mustang-ის წარმოებისას მიჩიგანის ქარხანამ დაახლოებით 395 000 ეგზემპლარი ააწყო.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ მასელქარი Facebook-ზე ყველაზე პოპულარული ავტომობილიც გახდა – მან 8,4 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები